Android მარტივი წვდომის ხელსაწყოები არის მარტივი წვდომის სერვისების ნაკრები, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ Android მოწყობილობა არავიზუალურად ან გადამრთველი მოწყობილობის მეშვეობით.
Android მარტივი წვდომის ხელსაწყოებში შედის:
• მარტივი წვდომის მენიუ: ვრცელი ეკრანული მენიუს მეშვეობით შეგიძლიათ ჩაკეტოთ ტელეფონი, მართოთ ხმის სიმძლავრე და სიკაშკაშე, გადაიღოთ ეკრანული ანაბეჭდები და სხვა.
• მონიშვნა წარმოსათქმელად: აირჩიეთ თქვენს ეკრანზე ერთეულები და მოუსმინეთ როგორ წარმოითქმება ხმამაღლა.
• ეკრანის წამკითხველი TalkBack: მიიღეთ გახმოვანებული უკუკავშირი, მართეთ მოწყობილობა ჟესტებით და აკრიფეთ ეკრანული ბრაილის კლავიატურით.
დასაწყებად მოითხოვება:
1. გახსენით თქვენი მოწყობილობის პარამეტრების აპი.
2. აირჩიეთ მარტივი წვდომა.
3. აირჩიეთ მარტივი წვდომის მენიუ, მონიშვნა წარმოსათქმელად ან TalkBack.
Android მარტივი წვდომის ხელსაწყოები მოითხოვს Android 6-ს (Android M) ან უფრო ახალ ვერსიას. Wear-ისთვის TalkBack-ის გამოსაყენებლად საჭიროა Wear OS 3.0 ან უფრო ახალი ვერსია.
შენიშვნა ნებართვების შესახებ
• ტელეფონი: Android მარტივი წვდომის ხელსაწყოები აკვირდება ტელეფონის მდგომარეობას, რომ განცხადების ადაპტირება მოახდინოს ზარის სტატუსის მიხედვით.
• მარტივი წვდომის სერვისი: ვინაიდან ეს აპი მარტივი წვდომის სერვისია, მას შეუძლია დააკვირდეს თქვენს მოქმედებებსა და თქვენ მიერ აკრეფილ ტექსტს, ასევე, მოიძიოს ფანჯრების კონტენტი.
• შეტყობინებები: როცა ეს ნებართვა მინიჭებულია, TalkBack შეგატყობინებთ განახლებების შესახებ.