ხმის გამაძლიერებელი ყოველდღიურ საუბრებსა და გარემომცველ ხმებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, Android ტელეფონისა და ყურსასმენების გამოყენებით. ისარგებლეთ ხმის გამაძლიერებლით თქვენს Android მოწყობილობაზე, რომ გაფილტროთ, გაზარდოთ და გააძლიეროთ თქვენ და თქვენი მოწყობილობის გარშემო გაჟღერებული ხმები.
ფუნქციები• შეამცირეთ არასასურველი ხმაური, საუბრის უკეთ გასაგებად.
• ხმაურიან გარემოში შეგიძლიათ კონცენტრირდეთ მოსაუბრის ხმაზე მიმოწერის რეჟიმის გამოყენებით. (ხელმისაწვდომია Pixel 3-ისა და უფრო ახალი ვერსიებისთვის.)
• საუბრების, ტელევიზორისა და ლექციების მოსმენა. შორეული აუდიო წყაროებისთვის რეკომენდებულია Bluetooth ყურსასმენების გამოყენება. (Bluetooth ყურსასმენები, შესაძლოა, ხმის დაგვიანებული გადაცემით გამოირჩეოდეს.)
• იზრუნეთ თქვენ გარშემო მიმდინარე საუბრების მოსმენისა თუ თქვენს მოწყობილობაზე გაშვებული მედიაფაილების პერსონალიზებაზე. შეგიძლიათ ხმაურის შემცირება, დაბალი ან მაღალი სიხშირის გაძლიერება თუ ხმების გაჩუმება. დააყენეთ პარამეტრები ორივე ყურისთვის ან თითო ყურისთვის ცალ-ცალკე.
• ჩართეთ და გამორთეთ ხმის გამაძლიერებელი მარტივი წვდომის ღილაკის, ჟესტის ან სწრაფი პარამეტრების მეშვეობით. შეიტყვეთ მეტი მარტივი წვდომის ღილაკის, ჟესტისა და სწრაფი პარამეტრების შესახებ:
https://support.google.com/accessibility/android/answer/7650693მოთხოვნები• ხელმისაწვდომია Android 8.1-ისა და უფრო ახალი ვერსიებისთვის.
• დააწყვილეთ თქვენი Android მოწყობილობა ყურსასმენებთან.
• მიმოწერის რეჟიმი ამჟამად ხელმისაწვდომია Pixel 3-ისა და უფრო ახალი ვერსიებისთვის.
გამოგვიგზავნეთ გამოხმაურება ხმის გამაძლიერებლის შესახებ ელფოსტის მისამართზე: sound-amplifier-help@google.com. ხმის გამაძლიერებლის გამოყენებასთან დაკავშირებული დახმარებისთვის დაგვიკავშირდით მისამრთზე:
https://g.co/disabilitysupport.
შეტყობინება ნებართვების შესახებ•
მიკროფონი: მიკროფონზე წვდომა ხმის გამაძლიერებელს გასაძლიერებლად და გასაფილტრად აუდიოჩანაწერის დამუშავების საშუალებას მისცემს. მონაცემების შეგროვება და შენახვა არ მომხდარა.
•
მარტივი წვდომის სერვისი: ვინაიდან ეს აპი მარტივი წვდომის სერვისია, მას შეუძლია თქვენს ქცევებზე დაკვირვება, ფანჯრის კონტენტის გადმოტანა და თქვენ მიერ აკრეფილ ტექსტზე დაკვირვება.